გეომეტრიული ფიგურები

Friday, April 26, 2013

გეომეტრია ჩვენს ირგვლივ




                                                          პროექტი



                                 „გეომეტრიული ფიგურები ჩვენ  გარშემო“
მოსწავლეთა ნაწილი შიშით უყურებს გეომეტრიულ ამოცანებს. თვლის, რომ მათი ამოხსნა საკმაოდ რთულია.მოსწავლეს გეომეტრიის შესწავლის ინტერესი რომ გავუღვივოთ, საჭიროა მოსწავლემ დაინახოს მის გარშემო მყოფი საგნებისა და სხეულების მსგავსება გეომეტრიულ ფიგურებთან.მოსწავლე ეცდება შეისწავლოს ამა თუ იმ გეომეტრიული ფიგურის თავისებურებანი, თვისებები,. რათა გაიგოს, თუ რატომ აქვს ამა თუ იმ ნივთს, საგანს თუ ობიექტს კონკრეტული ფორმა, და შესაძლებელია თუ არა მისი ფორმის შეცვლა.
პროექტის მიზანი: მოსწავლე გაეცნოს გეომეტრიულ ფიგურებს, დაამყაროს კავშირი , აღმოაჩინოს მსგავსება  გეომეტრიულ ფიგურებსა და მის გარშემო მყოფ ობიექტებს შორის.მოიძიოს ინფორმაცია მის მიერ არჩეული ობიექტის ან (და) მის მსგავს გეომეტრიული ფიგურის შესახებ.
მოსწავლემ შეძლოს თავისი ნამუშევრის წარმოდგენა ფორმატზე ან საპრეზინტაცო პროგრამაში.
პროექტმა მოსწავლეებში უნდა ხელი შეუწყოს : კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევის    განვითარებას. დაახლოვოს სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
ამოცანები: 
  * შეაგროვონ მათ გარშემო არსებული საგნების სურათები
·         მოიძიონ მასალა ინტერნეტიდან იმ საგნებისა და ობიექტების შესახებ,რომელთაც გეომეტრიული ფორმები აქვთ
·         გაეცნონ მათ მიერ არჩეული  ფიგურის თვისებებს
·         იმუშაონ გუნდურად, მუშაობისას ერთმანეთს მისცენ რჩევები და გაუწიონ დახმარება
·         გაეცნონ სხვაკლასის მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომლებიც იგივე თემაზე არის შექმნილი..
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან :
მათ. V.მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა,. აღწერა და გამოსახვა.
მათ. VI. 7  მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ფორმით გამოსახვა.
რესურსები: ფოტოაპარტი; ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი
პასუხისმგებელი პირები:   ჯგუფის წევრები
  განხორციელების ვადები:მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრების მონახაზს 2 კვირის ვადაში, მასწავლებელი ეცნობა და აძლევს მითითებებს, რჩევებს. ნაშრომების საბოლოო სახით წარმოდგენის  დრო სავარაუდოდ ერთი კვირა რეკომენდაციების მიღების შემდეგ.
შედეგი:.
მოსწავლეები შეძლებენ ამოიცნონ სივრცული ფიგურა , აღწერონ და გამოსახონ იგი.
დაინახონ  მსგავსება გარე სამყაროსა და მათთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს შორის.
 გაუადვილდებათ მასალის ათვისება, პროგრამით გათვალისწინებულ პერიოდში მასალის შესწავლისას. ისწავლიან გუნდურად მუშაობას, ერთმანეთის დახმარებას, ერთმანეთის აზრის გათვალისწინებას. შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვას პასუხისმგებლობების გადანაწილებას.


                           




                                       შეფასების რუბრიკა


ქულა
შეფასების კრიტერიუმები
   
    6-7

მოსწავლე განიხილავს ერთ, ორ ან სამ გეომეტრიულ ფიგურას, არ აქვს მითითებული სახელწოდებები, უჭირს მათ შესახებ საუბარი

   
      8
მოსწავლეს წარმოდგენილი აქვს 3ზე  მეტი ფიგურა, მითითებული აქვს სახელწოდებები, შეუძლია საუბარი მის მიერ მითითებულ ობიექტსა და გეომეტრიულ ფიგურას შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე მასწავლებლის მიერ დასმული კითხვების დახმარებით

     9
მოცემულია 3-ზე მეტი ფიგურა, მითითებული აქვს სახელწოდებები, შეუძლია საუბარი არჩეულ ობიექტსა და გეომეტრიულ ფიგურას შორის დამოუკიდებლად.

    10
მოცემულია 3-ზე მეტი ფიგურა, მითითებული აქვს სახელწოდებები,გაფორმებული აქვს ორიგინალურად.  შეუძლია საუბარი არჩეულ ობიექტსა და გეომეტრიულ ფიგურას შორის დამოუკიდებლად, მეტყველებს გამართულად, საუბრობს საინტერესოდ

    უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის შეფასებისას ქვედა საზღვრად მივიჩნიე "6" ქულა, რადგან,  ჩემი აზრით, თუ მოსწავლემ გადაწყვიტა იმუშაოს პროექტზე, მისი ნაშრომის შეფასების ქვედა ზღვარი არ უნდა იყოს ისეთი დაბალი, რომ ამ ქულის მიღების შემთხვევაში  მოსწავლემ სხვა პროექტებში მოინაწილეობის სურვილი დაკარგოს და მოტივაცია დაუქვეითდეს. 




    

                                       ა ნ გ ა რ ი შ ი     







                   “ პროექტი :  „გეომეტრიული ფიგურები ჩვენ გარშემო "
ვადები:     27.02  -  14.03

სკოლა:  N6          კლასები:   Vა    Vბ   VIა     VIბ
საგანი :   მათემატიკა
მასწავლებელი:  თ. მართაშვილი
ე ს გ -თი გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები:

მათ. V.7. ამოიცნობს, აღწერს და გამოსახავს გეომეტრიულ ფიგურებს.
მათ. VI.7.ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს, აღწერს და გამოსახავს მათ სხვადასხვა ხერხით.
პროექტის მიზანი: მოსწავლე გაეცნოს გეომეტრიულ ფიგურებს, დაამყაროს კავშირი, აღმოაჩინოს მსგავსება გეომეტრიულ ფიგურებსა და მის გარშემო მყოფ ობიექტებს შორის. მოიძიოს ინფორმაცია მის მიერ არჩეული ობიექტის ან( და) მისი  მსგავსი გეომეტრიული ფიგურის შესახებ.
მოსწავლემ შეძლოს თავისი ნამუშევრის წარმოდგენა ფორმატზე ან საპრეზენტაციო პროგრამაში.
მოსწავლეების ნაწილმა ნამუშევრები წარმოადგილა ფორმატზე, ნაწილმა კი -სლაიდების სახით. პროექტის თემა შეთავაზებული იყო ჩემს მიერ. მოსწავლეებმა თავად აირჩიეს ვის რომელ თანაკლასელთან სურდა მუშაობა, დასაწყისისთვის დაჯგუფდნენ 4-5 კაციან ჯგუფებად. რაც შეეხება პროექტის ვადებს, მოსწავლეები ფიქრობდნენ, რომ მათთვის ორი კვირა იქნებოდა სრულიად საკმარისი. მოსწავლეების სურვილი , მონაწილეობა მიეღოთ პროექტში, საკმაოდ მაღალი იყო. მაგრამ, ზოგ ჯგუფში მოსწავლეთა შეხედულებები გაიყო და ჯგუფი დაიშალა, ვერ თანხმდებოდნენ, ფორმატზე ემუშავათ, თუ ფოტოკოლაჟი გაეკეთებინათ.ზოგიერთ ჯგუფში წევრების თავისუფალი დროის თანხვედრა ვერ ხერხდებოდა, ამ და სხვა მიზეზებით მოსწავლეთა ნაწილმა იმუშავა იმუშავა წყვილებში, ზოგმა- ინდივიდუალურად.
      პერიოდულად ვეცნობოდი , თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, რომელი ჯგუფი რა სამუშაოს ასრულებდა, ნამუშევრები ფლეშ-ბარათებით მოჰქონდათ ვასწორებდით ერთად. პროექტის დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა, ზოგიერთ ჯგუფის წევრს ხელი ავადმყოფობამ შეუშალა, ზოგმა სლაიდშოუს გაკეთება არ იცოდა მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა პროექტი ფოტოკოლაჟით წარმოედგინა, სურათები მომიტანეს და მე დავეხმარე აწყობაში.
    საბოლოოდ შექმნეს შვიდი ნამუშევარი ფორმატზე და 10 სლაიდშოუ. ამავე თემაზე მე-10 კლასისი მოსწავლეს, მარიამ თედელურსაც ჰქონდა თავისი ნამუშევარი წარმოდგენილი.
      14.03. 2013. მოვაწყვე ნამუშევრების პრეზენტაცია. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლე გაეცნო ერთმანეთის ნამუშევარს, მოვაწყვეთ ჩვენება. მოსწავლეებმა წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასეს . ისაუბრეს წარმატებებზე და სიძნელეებზე. მოსწავლეთა ნაწილმა შეავსო პროექტის შეფასების კითხვარი.
      ვფიქრობ, პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს გაუფართოვა თვალსაწიერი, ბავშვებმა შეძლეს მათ გარშემო მყოფი საგნებსა და სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს შორის მსგავსების მოძებნა, გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა შენობა-ნაგებობების კონტურებში. შეექმნათ წარმოდგენა სივრცულ ფიგურებზე ( პროექტზე მუშაობისას დასაწყისში ერთმანეთში ურევდნენ ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს, )პროექტის ბოლოს ყველა მონაწილე უშეცდომოდ არჩევდა სივრცულ ფიგურებს ბრტყელი ფიგურებისგან.მოსწავლეებს დაუგროვდათ გარკვეული ცოდნა და მიიღეს გამოცდილება რაც აუცილებლად დამოადგებათ შემდეგ პროექტებზე მუშაობისას.